image

თემა: სახარების კითხვა,  წმინდანთა სწავლების კითხვა,  წმინდანთა ცხოვრების კითხვა

როგორ ვიკითხოთ გონივრულად საღვთო წიგნები?
კარგია ღვთიურის მოსმენა და კითხვა, უკეთესია - საუბრები, გამოცდილების ურთიერთგაზიარება, კიდევ უფრო უკეთესი - დიდი გამოცდილების მქონეთა სიტყვა, ყველაზე ნაყოფიერია ღვთის სიტყვა, შემდეგ კი მამათა თხზულებანი და წმიდანთა ცხოვრება. წმიდანთა ცხოვრება უკეთესია დამწყებთათვის, მამათა თხზულებანი - საშუალოთათვის, ღვთის სიტყვა - სრულყოფილთათვის.
    კითხვის წინ სული უნდა გაითავისუფლო ყველაფრისაგან; ლოცვით უნდა მიმართო უფალს, წაკითხულს ყურადღებით უნდა მოეკიდო და ღრმად ჩაიბეჭდო გულში. რაც გულამდე ვერ მივიდა, იმაზე უნდა შეჩერდე, სანამ გულამდე მიაღწევდეს. უნდა იკითხო ძალიან ნელა. კითხვა შეწყვიტე, როდესაც სულს აღარ ენდომება კითხვით კვება - ესე იგი, დაკმაყოფილდა. თუ რაიმე განსაკუთრებით შეეხო გულს, შეჩერდი და კითხვას ნუღარ გააგრძელებ. ღვთის სიტყვისათვის ყველაზე კარგი დროა დილა, წმინდათა ცხოვრებისათვის - სადილის ჟამი, წმიდა მამათა ნაღვაწისათვის - ძილის წინ. წმიდა წერილში არის ისეთი ადგილები, რომლებიც სულს ათბობს, გულზე მოქმედებს, გულის აჩუყებას და ცრემლებს იწვევს. ამიტო ასეთი ადგილები უნდა ამოვიწეროთ და საჭიროების შემთხვევისათვის სულის ასაგზებნად შევინახოთ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
14 ოქტომბერს არის ხსენება: