image

თემა: ბოროტი აზრები

446. შენ მითხარი, ბოროტი აზრების წინააღმდეგ მოძრაობა იმას გულისხმობს, ბოროტ აზრს არ დაემორჩილო და უშფოთველად მიმართეო ღმერთს. გთხოვ, კვლავ განმიმარტო ეს.
როდესაც ბრალდებული თვითონ მივა გამგებელთან, ამას შეიძლება მოძრაობა ეწოდოს, რამეთუ ასე იტყვიან: „მას დააბრალეს და ამიტომ მივიდა გამგებელთანო“. თუ მომჩივანი და მოსამართლე სიმართლის დადგენას გააჭიანურებენ, მაშინ ასეთი დაყოვნება, ბრალად არ ედება მას, ვინც თავის დაცვა გადაწყვიტა, იმიტომ რომ საქმის დაბოლოებას და სრულ განთავისუფლებას ელოდება. სწორედ ამაზეა ნათქვამი: „შენ კი ქუსლს უგესლავდე“ (დაბ. 3, 15), რამეთუ ქუსლი დაბოლოებას ნიშნავს. დაე, წმინდანთა ლოცვებით გაძლიერდეს შენი გული, ამინ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები