თემა: ეკლესია

1571.რაში მდგომარეობს ეკლესიის სიწმიდე?
მდგომარეობს იმაში,
    1.რომ ეკლესია იკურთხა უფალ იესო ქრისტეს მიერ გამოხსნით,
     2.რომ მასში მუდმივად ჰგიებს უფალი იესო ქრისტე და სული წმიდა მოქმედებს მასზე,
     3.რომ ადამიანები ღმრთივსათნო ცხოვრებისაკენ მიჰყავს და მრავალი წმინდანია დავანებული მასში.
1572.ეკუთვნიან თუ არა ეკლესიას ცოდვილნი?
ეკუთვნიან, რამდენადაც მათ სწორად ნათელ იღეს, რამეთუ უფალი იესო ქრისტე ეკლესიას ადარებს ყანას, სადაც პურთან ერთად ღვარძლიც ხარობს მკის დღემდე, ეკლესიის მიზანი კი არის ღმერთთან მიიყვანოს თავისი შეცთომილი წევრები.
1573.არ ირღვევა ეკლესიის სიწმიდე მის ცოდვილ წევრთა სიმრავლით?
არ ირღვევა, რამდენადაც ისინი ცოდვებისაგან წმიდა საიდუმლოებებით, განსაკუთრებით კი სინანულის საიდუმლოთი იწმიდებიან.
1574.რა ხდება, როცა ეკლესიის ცოდვილი წევრები ჯიუტობენ და არ განეშორებიან თავიანთ ცოდვებს?
ასეთ შემთხვევაში ისინი განიკვეთებიან ეკლესიისაგან ეკლესიის უმაღლეს წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, ანდა ღმრთის მსჯავრით, ასე რომ ამ შემთხვევაშიც ეკლესიის სიწმიდე ურღვევად შენარჩუნდება.
1575.ჰყავს მართმადიდებელ ეკლესიას წმინდანები?
მარლთმაადიდებელ ეკლესიას უამრავი წმინდანი ჰყავს, რომლებიც ყველა მრლთმადიდებელი ხალხების წიაღში იშვებოდნენ ყველა დროში, დაწყებული მოციქულების ეპოქიდან ჩვენი ხანით დამთავრებული.
    განმარტება:
    I.წმიდა მოციქული პავლე წერს: ,,ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაი და თავი თვისი მისცა მისთვის, რაითა იგი წმიდა-ყოს” (ეფ.5,25,26).
     II.ეკლესიიდან განკვეთის შესახებ წმიდა პავლემ თქვა: ,,და მოსპოთ უკუეთუ იგი შორის თქუენსა” (Iკორ.5,13), რაც სხვა სიტყვებით ნიშნავს: განაგდეთ თქვენგან ჯიუტი ცოდვილნი.
     III.ჩვენ ვალდებულნი ვართ დავემორჩილოთ ეკლესიის გადაწყვეტილებას, რამეთუ უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა ,,უკუეთუ კრებულისაიცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი” (მთ.18,17).
1576.რას ნიშნავს სიტყვა ,,საყოველთაო”?
სიტყვა ,,საყოველთაო” აქ იგივეა, რაც ,,მსოფლიო”.
1577.რაში მდგომარეობს ეკლესიის საყოველთაობა?
1. რომ ეკლესია ასწავლის ყოველივეს, რასაც ასწავლიდა უფალი იესო ქრისტე, და რომ ამ სწავლებიდან ის არაფერს დაუტევებს, რათა არ დაირღვეს სულიერი ცხოვრების სისავსე;
     2. რომ ეკლესია უარყოფს ცალკეულ ადამიანთა ახალ სწავლებებს, რამდენადაც ისინი ეწინააღმდეგებიან წმიდა წერილს და გადმოცემებს.
     3. რომ ეკლესია ეკუთვნის ყველა ადამიანს განურჩევლად ეროვნებისა, ქვეყნისა და დროისა, რამეთუ უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა: ,,წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი” (მთ.28,16);
     4. რომ ეკლესია რწმენაში შესულ ყველა ადამიანსა და ხალხებს ერთნაირად ეპყრობა და თითოეულ ხალხს ერთნაირ შესაძლებლობას ანიჭებს, რათა საკუთარი ძალები და შესაძლებლობანი ეკლესიურ ცხოვრებას შესწირონ სადიდებლად ღმრთისა.
1578.რატომ უარყოფს ეკლესია ცალკეულ ადამიანთა ახალ სწავლებებს, თუკი ისინი ეწინააღმდეგებიან წმიდა წერილს და ზეპირ გადმოცემებს?
უარყოფს,
     1.რამეთუ მსგავსი სწავლებანი მწვალებლურია;
     2.რამეთუ ისინი ეკლესიაში აღძრავენ დავასა დადახსნიან სიყვარულს და რწმენის ერთობას;
     3.რამეთუ მათ საბოლოოდ მოჰყვება განხეთქილებანი და სექტების გაჩენა.
1579.რა არის სექტა?
სექტა ე სარის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც რომელიმე ცრუ მოძღვრების საფუძველზე გამოეყო საყოველთაო ეკლესიას და ჩამოაყალიბა რელიგიური საზოგადოება, რომელსაც თვითონ კი უწოდებენ ეკლესიას, მაგრამ არა სამართლად იმდენად, რამდენადაც ის, რაც დაფუძნებულია ცრუ მოძღვრებაზე, არ წარმოადგენს ქრისტეს ეკლესიას.
1580.რას ნიშნავს სიტყვა ,,საყოველთაო” ძველ ქართულად და ბერძნულად?
სულხან-საბას განმარტებით ,,საყოველთაო” არის ,,ყოველთათვის საქონი”, ხოლო ბერძნულად ის ,,კათოლიკეს” ანუ საყოველთაოს ნიშნავს.
1581.არის მარლთმადიდებელი ეკლესია საყოველთაო ანუ კათოლიკე?
არის, რადგან ის:
    1.ასწავლის ყოველივეს, რასაც ასწავლიდა უფალი იესო ქრისტე და არაფერს დაუტევებს ამ სწავლებიდან;
     2.უგულებელყოფს ახალ ცრუ მოძღვრებებს;
     3.ცდილობს მიიყვანოს ყველა ხალხები უფალ იესო ქრისტესთან;
     4.მიანდოს ყველა ხალხს ყოველივე, რაც მას ეკუთვნის.
1582.როგორია მარლთმადიდებელი ეკლესიის სრული დასახელება?
მარლთმადიდებელი ეკლესიის სრული სახელწოდებაა: ,,აღმოსავლეთის მარლთმადიდებელი კათოლიკე ეკლესია”.
1583.რატომ ეწოდა მარლთმადიდებელ ეკლესიას აღმოსავლეთის?
ეწოდა,
     1.რამეთუ ღმრთისმსახურებას აღასრულებს აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით იმგვარად, როგორადაც ის აღესრულებოდა და აღესრულება ამჟამადაც ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან იერუსალიმში და საერთოდ აღმოსავლეთში;
     2.რამეთუ ის იმართება აღმოსავლეთის საეკლესიო კანონებით, რომლებიც პირველ საუკუნეში წმიდა მოციქულთა მიერ არის დადგენილი.
    განმარტება:
    I.ეკლესიის საყოველთაობაზე წმიდა პავლე მოციქული ამბობდა, რომ ,,არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცვეთილება, ბარბაროზ, სკვითელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე” (კოლ.3,11);
    II.ქრისტეს საყოველთაო ეკლესიას არ მიეკუთვნება ყოველი თვითმარქვია რელიგიური გაერთიანება, რომელიც თავს ზოგადად ეკლესიას ან ეროვნულ ეკლესიას უწოდებს. ეკლესია, რამდენადაც ის პირველი საუკუნეების ქრისტიანული სულის ერთგული რჩება, ყალიბდება, რა თქმა უნდა, ხალხებისა და სახელმწიფოთა საჭიროებისა და ხასიათის მიხედვით. ადგილობრივ ეკლესიებს აქვთ თავიანთი ეროვნული ხასიათი და სახელმწიფობრივი დასახელება, მაგრამ მარტოოდენ ეროვნული ხასიათი უცოდველი ჭეშმარიტი სწავლები გარეშე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი რელიგიური საზოგადოება საყოველთაო ეკლესიის შემადგენელ მაწილად ჩაითვალოს; ამისთვის აუცილებელია, რათა ის იზიარებდეს საყოველთაო ეკლესიის სწავლებას, ანდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეპყრას საყოველთაო წმიდა ზეპირი გადმოცემა და წმიდა წერილი. ეროვნული ეკლესია, რომელიც სარწმუნოებრივი მოძღვრების მიხედვით იზოლირებულია, შეუძლებელია საყოველთაო ეკლესიის შემადგენელი ნაწილი იყოს, და ეკლესიასაც კი არ წარმოადგენს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ასეთ იზოლირებულ, ვიწრო, ეროვნული ხასიათის მქონე ეკლესიას არ ძალუძს სარგებლობა მოუტანოს ხალხს, როგორადაც უნდა ეცადოს და ხაზგასმით გამოხატოს თავისი ეროვნული ხასიათი. თავისი ხალხის მუდმივი რელიგიური და ზნეობრივი საყრდენი შეიძლება იყოს რა თქმა უნდა ეროვნული ეკლესია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის თავისი სარწმუნოებირივი მოძღვრებით და კანონებით მჭიდროდ ერწყმის საყოველთაო ეკლესიას.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები