თემა: სამება,  ღმერთი

1189.ღმერთი მრავალი არსებობს თუ ერთი?
ღმერთი მხოლოდ ერთია.
1190.რამდენ სახოვანია (იპოსტასი) ღმერთი?
ღმერთი სამსახოვანია (იპოსტასი): მამა, ძე და სული წმიდა.
1191.ღმერთის თითოეული სახე (იპოსტასი) ჭეშმარიტი ღმერთია?
დიახ, ღმერთის თითოეული სახეს (იპოსტასს) ღმერთის ყველა თვისება აქვს.
1192.ღმერთის სამი სახე სამი ღმერთია?
არა, არამედ სამივე ერთად არის ერთი სამსახოვანი ღმერთი.
1193.შეუძლია თუ არა ადამიანის გონებას შეიცნოს, რომ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმიდა ღმერთი ერთი ღმერთია?
დიახ, ამის შეცნობა შესაძლებელია, რამეთუ მამა ღმერთი უსასრულოდ სრულყოფილია, ძე ღმერთიც უსასრულოდ სრულყოფილია, და სული წმიდა ღმერთიც უსასრულოდ სრულყოფილია; მსგავსად სამი უსასრულო რიცხვისა, რომლებიც ერთად ერთ უსასრულო რიცხვს ქმნიან, ასევე მამა ღმერთი, ძე ღმერთი სა სული წმიდა ღმერთი ერთი ღმერთია.
1194.შეუძლია ადამიანს მიწვდეს ღმერთის სამი სახის შინაგან ცხოვრებას?
არ ძალუძს, რამეთუ მისი შეცნობის უნარი შეზღუდულია. ღმერთი თვისი არსებით უსასრულოა და ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი.
1195.საიდან ვუწყით, რომ ღმერთი სამსახოვანია?
ეს საღმრთო გამოცხადებიდან ვუწყით, რომელიც წმიდა წერილშია მოცემული. უკვე აღთქმაშია საუბარი წმიდა სამებაზე, მაგრამ არა ისე ნათლად, როგორც ახალ აღთქმაში, რომელშიც უშუალოდ არის დასახელებული ყოვლადწმიდა სამების სამი სახე.
1196.რა არის ნათქვამი ძველ აღთქმაში ღმერთის სამ სახეზე?
ნათქვამია:
    1. დაბადებაში (1,26)-ღმერთმა ოდეს ინება ადამიანის შექმნა, ამის შესახებ ბრძანა მრავლობით რიცხვში: ,,ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ".
    2. ესაია წინასწარმეტყველი აღნიშნავს ანგელოზის გალობას: ,,წმიდა არს,წმიდა არს,წმიდა არს, უფალი საბაოთ!" (6,3)
1197.რომელია ახალი აღთქმის უმთავრესი მოწმობა ღმრთის სამსახოვნებაზე?
ახალი აღთქმის უმთავრესი მოწმობებია:
    1. იესო ქრისტეს ნათლისღების ჟამს მამა ღმერთი დაამოწმებდა თვისი ძის შესახებ სიტყვებით: ,,შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი", ხოლო სულიწმიდა ტრედის სახით გამოჩნდა, რაც ღმერთის სამსახოვნებას ადასტურებს (მკ.1,11; ლკ.3,21,22)
    2. წმიდა მათეს სახარებაში მოხმობილია იესო ქრისტეს სიტყვები, მოციქულთა მიმართ გამოთქმული: ,,წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა" (28,19);
    3. წმიდა იოანე მახარებლის პირველ ეპისტოლეში ნათქვამია: ,,რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაი, სიტყუაი და სული წმიდაი; ესე სამნი ერთ არიან" (5,7)
    განმარტება:ღმრთაების მეორე პირი, ძე ღმერთი, წმიდა წერილში ხშირად იწოდება სიტყვად: ,,პირველითგან იყო სიმტყუაი და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაი იგი" (ინ.1,1). ან: ,,და სიტყუაი იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, ვიხილეთ დიდებაი მისი, დიდებაო, ვითარცა მხოლოდ შობილისაი მამისა მიერ" (ინ.1,14).
1198.რა საერთო სახელით იწოდება ღმერთის სამი სახე?
იწოდება, როგორც ,,ყოვლადწმიდა სამება" ან ,,სამსახოვანი ღმერთი".
1199.აუცილებალია ჩვენთვის სამსახოვანი ღმერთის რწმენა?
დიახ, აუცილებელია, ასე რომ არ ყოპილიყო, ყოვლადწმიდა სემბა არ გამოეცხადებოდა ქვეყანას; ღმერთი კი გვიცხადებს მხოლოდ იმას, რაც აუცილებელია ცხონებისათვის და არა იმის, რაც არ გვჭირდება.
1200.ვისი სწავლებაა-გწამდეს ღმერთი, მაგრამ არა ყოვლადწმიდა სამება?
ამას ქადაგებენ ებრაელები და მაჰმადიანები.
1201.ჩაითვლება თუ არა ქრისტიანად ის, ვისაც არ სწამს ღმერთის სამსახოვნება?
არა, ის ვერ ჩაითვლება ქრისტიანად.
    განმარტება:
    I. ადამიანის გონება ვერ წვდება მრავალ საგანს ვერც ბუნებაში, ვერც სამყაროში, ღმერთი კი, რომელმაც შექმნა სამყარო და ბუნება, ბევრად აღმატებულია ბუნებაზე; ის უსასრულოდ დიდია ადამიანის გონებაზე. პავლე მოციქული წერს: ,,ჰოი, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაი! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუძიებელ არიან გზანი მისნი! რამეთუ ვინ ცნა გონებაი უფლისაი?" (რომ.11,33-34)
    II. ღმერთის სამსახოვნება მიახლოებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მზის მაგალითზე: თვალისთვის ხილული დისკო სითბოს და სინათლის წყაროს წარმოადგენს; ასევე წყლის სამი მდგომარეობის მიხედვით: თხევადი, მყარი (ყინული) და აირის (ორთქლი) სახით.
    III. ყოვლადწმიდა სამებას ვადიდებთ, როცა ჯვარს გამოვისახავთ, იმავდროულად ჩვენც ნათელი გვეფინება.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები