თემა: ღმერთი

ვინ არის ღმერთი?
ღმერთი არის შემოქმედი და უფალი ზეცისა და ქვეყანისა.
შეგვიძლია ღმერთის ხილვა?
არ შეგვიძლია, რამეთუ ღმერთი არსი სული, მას სხეული არ აქვს.
    განმარტება:
    იესო ქრისტემ ბრძანა: ,,სულ არს ღმერთი, და თაყუანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანისცემაი” (ინ.4,24).
ღმერთისა რომელი თვისებები უნდა გვახსოვდეს კიდევ?
უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი სულია: 1.მარადიული და სრულქმნილი, 2. ყველგანმყოფი და ყოვლად მეცნიერი, 3. ყოვლადბრძენი და ყოვლისშემძლე, 4. ყოვლადწმიდა და სამართლიანი, 5. ყოვლადსახიერი და ყოვლადმოწყალე.
რას ნიშნავს ღმერთი – მარადულია?
ეს ნიშნავს, რომ ღმერთი მუდამ იყო, არის და იქნება (ფს.89,2,3).
რას ნიშნავს: ღმერთი – სრულქმნილია?
ეს ნიშნავს, რომ მისი ყოველი კეთილი თვისება უსაზღვროა და არავინ არის მისი თანასწორი (ფს.144,3).
რატომ ვუწოდებთ ღმერთს ყოვლად მეცნიერს?
ვუწოდებთ იმიტომ, რომ მან უწყის ყოველივე: წარსულიც, აწმყოცა და მომავალიც,უწყის ყოველი ჩვენი საქმე და თვით დაფარული საქმენი (ფს.138,1-6; იერ.23,24; ებრ.4,13).
რატომ ვუწოდებთ ღმერთს ყოვლადბრძენს?
ვუწოდებთ იმიტომ, რომ ყოვლად ბრძნად განაგებს ყოველივეს (რომ.11,33).
რატომ ვუწოდებთ ღმერთს ყოვლისშემძლეს?
ვუწოდებთ იმიტომ, რომ მას ძალუძს ყოველივეს ქმნა, რასაც კი ინებებს (დაბ.17,1; ლკ.1,37).
რატომ ვუწოდებთ ღმერთს ყოვლადწმიდას?
ვუწოდებთ იმიტომ, რომ თავისი ნებით აღასრულებს მხოლოდ იმას, რაც კარგია (დაბ.11,44; Iმეფ.2,2).
რატომ ვუწოდებთ ღმერთს სამართლიანს?
ვუწოდებთ იმიტომ, რომ დამსახურებისაებრ მოგვაგებს ჯილდოს კეთილი საქმეებისათვის, ხოლო გვსჯის ბოროტებისათვის (ფს.9,9; ფს.118,142; რომ.2,6-11).
რატომ ვუწოდებთ ღმერთს ყოვლადსახიერს?
ვუწოდებთ იმიტომ, რომ ის აღვსებულია სიყვარულით ქმნილებათადმი (ინ.3,16).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები